წესები და პირობები

გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ მოცემულ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას. ასევე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ წინამდებარე ვებგვერდზე შესვლით თქვენ ადასტურებთ, რომ სრულად და უპირობოდ ეთანხმებით ქვემოთ მოცემულ წესებსა და პირობებს. ამასთან, ს.ს. ალფა ექსპრესი უფლებამოსილია, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე (გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ცვლილებების შესახებ შეტყობინება გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით), ცალმხრივად შეცვალოს წინამდებარე ვებგვერდზე მოცემული წესები და პირობები. ამასთან, თქვენი ყოველი მომდევნო შემოსვლა ნიშნავს ავტომატურ თანხმობას წინამდებარე პირობებზე.

მითითებული ინფორმაცია, განკუთვნილია იმ პირებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ს.ს. ალფა ექსპრესის მომსახურების საქართველოს ტერიტორიაზე მიღებით. ბანკის გადაწყვეტილების შესაბამისად ან/და სხვა ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, შესაძლოა, ვებგვერდზე მითითებული ინფორმაცია არ იყოს ხელმისაწვდომი მსოფლიოს ყველა გეოგრაფიულ არეალში.

წინამდებარე ვებგვერდზე განთავსებული კონკრეტული მომსახურება, პროდუქტები ან/და ინფორმაცია შეიძლება რეგულირდებოდეს სპეციალური პირობებით/ხელშეკრულებით. ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ასეთ მომსახურებასთან, პროდუქტთან ან/და ინფორმაციასთან მიმართებით შეიძლება დაგჭირდეთ დამატებითი კონსულტაცია.

ტერმინთა განმარტება

ამ დოკუმენტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

თქვენ/მომხმარებელი – ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირი, რომელიც სარგებლობს წინამდებარე ვებგვერდითა და ს.ს. ალფა ექსპრესის ნებისმიერი მომსახურებით.

ს.ს. ალფა ექსპრესი, საიდენტიფიკაციო კოდი  

ვებგვერდი – წინამდებარე ვებგვერდი.

ინფორმაცია – ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც გადაეცემა მომხმარებელს ნებისმიერი ფორმით ბანკისგან ან/და მისი ნებისმიერი თანამშრომლისაგან, მათ შორის და არა მხოლოდ ინფორმაცია, რომელიც განთავსებულია წინამდებარე ვებგვერდზე. ინფორმაცია შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმითა და სახით, მათ შორის, წერილების, დასკვნების, ანალიტიკური მასალების, კვლევის შედეგების, სქემებისა და გრაფიკების, წესდებისა და ხელშეკრულებების, აგრეთვე, სხვადასხვა დოკუმენტის სახით როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული, ან ზეპირი ფორმით.

მესამე პირი – ნებისმიერი პირი გარდა ბანკისა და მომხმარებლისა, მათ შორის და არა მხოლოდ, ფიზიკური და იურიდიული პირები, საჯარო დაწესებულებები;

მხარე/მხარეები – სამართლებრივ ურთიერთობაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური, თუ იურიდიული პირი;

კანონმდებლობა – საქართველოს მოქმედი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, საქართველოს ნორმატიულ აქტთა სისტემაში მოქცეული საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები.

შეთანხმება

წინამდებარე შეთანხმება არეგულირებს ამავე ვებგვერდის გამოყენების წესებსა და პირობებს, რომელიც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს ბანკის მიერ ამავე ვებგვერდის მეშვეობით შეთავაზებულ ელექტრონულ სერვისებს, პროდუქტებსა და განთავსებულ ინფორმაციასთან დაშვების საკითხებს.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ წარმოადგენთ ჩვენს მომხმარებელს და ჩვენსა და თქვენ შორის გაფორმებულია კონკრეტული საბანკო მომსახურების ხელშეკრულება, წინამდებარე წესები იმოქმედებს კონკრეტული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად, თუ რა თქმა უნდა, ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

პასუხისმგებლობა და ვებგვერდის გამოყენება

ს.ს. ალფა ექსპრესი სრულად არის პასუხისმგებელი –  მისი პროდუქტების/სერვისების შესახებ  ამ ვებგვერდზე განთავსებული ნებისმიერი ინფორმაციისთვის.

ვებგვერდზე წარმოდგენილი ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა შესაძლოა დამოკიდებული იყოს საძიებო სისტემის ფუნქციებსა და შეზღუდვებზე. ბანკი არ არის პასუხისმგებელი ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც თქვენთვის ვებგვერდის შემადგენელი გარკვეული კომპონენტები ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზით არაა ხელმისაწვდომი.

 

დავის არსებობის შემთხვევაში, მხარეები ეცდებიან შეთანხმებას ურთიერთმოლაპარაკების გზით მიაღწიონ. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოს სისტემაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

კონტაქტი

ნებისმიერი კითხვის, რეკომენდაციის ან/და პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, რაც უკავშირდება წინამდებარე წესებსა და პირობებს და ვებგვერდზე მითითებულ ინფორმაციას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით:

მისამართი: მარჯანიშვილის ქუჩა #7, თბილისი, საქართველო